logo
ENG



"მინდოდა, გვერდით გამეწია და ვერ მოვზომე" - იმედის ოპერატორი, რომელმაც ჟურნალისტზე იძალადა

14 დეკ 202217:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/14/0vnvzbf7nbpa9s8.png

იმედის ოპერატორი ნიკოლოზ წეველიძე ამბობს, რომ "ვერ მოზომა" და ჟურნალისტს ხელი ჰკრა. დღეს, 14 დეკემბერს მან პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს მთავარი არხის ჟურნალისტ ნატაშკა ჯახუტაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

რაც შეეხება ჟურნალისტის მიმართ გინებას, ოპერატორი ამბობს, რომ "თავის მართლებას ვერ დაიწყებს".

"ძალიან ვწუხვარ ვივამედთან მომხდარი ფაქტის გამო. 20 წელია, რაც ამ საქმეს ვემსახურები და მსგავსი შემთხვევა არასდროს მქონია. ადგილზე ტელევიზიები ვმუშაობდით პირდაპირი ეთერის რეჟიმში, რა დროსაც მთავარი არხის ჟურნალისტის ჩართვის გამო, ხელი შეგვეშალა მუშაობის პროცესში. ყველა ვეუბნებოდით კადრიდან გაწეულიყო. ამის შემდეგ მინდოდა უბრალოდ გვერდით გამეწია, ვერ მოვზომე და ხელი ვკარი. პირდაპირი ეთერის ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან უხეშად გამომივიდა და კიდევ ერთხელ ვწუხვარ ამის გამო. რაც შეეხება უკვე კადრს მიღმა განვითარებულ მოვლენებს, ამაზე თავის მართლებას ვერ დავიწყებ და ბოდიშს ვიხდი კიდევ ერთხელ", - წერს ის.

იმედის ოპერატორმა მთავარი არხის ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში ფიზიკური შეურაცხაყოფა მიაყენა.

კადრებში ჩანს, რომ არხის ჟურნალისტი ნატაშკა ჯახუტაშვილი ეთერში ერთვება, ამ დროს იმედის ოპერატორი მას უყვირის და ხელს ჰკრავს. 

ვიდეო თავდაპირველად მთავარი არხის პროდუსერმა თეო გილიგაშვილმა გაავრცელა, რომელმაც დაწერა, რომ შენიშვნის მიცემის შემდეგ ოპერატორმა ჟურნალისტს დედა აგინა.

ძალადობის შემთხვევას გამოეხმაურა იმედის დირექტორის მოადგილე ირაკლი ჩიხლაძე, რომელმაც დაწერა, რომ მომხდარს "შესაბამისი რეაგირება მოჰყვება".


close დახურვა